ინტერი და იუვე ფრატეზი-კამბიაზოს ბარტერს განიხილავენ
ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსი და ინტერი დავიდე ფრატეზისა და ანდრეა კამბიაზოს გაცვლას განიხილავენ.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი კამბიაზოს სანაცვლოდ 40-45 მილიონს ითხოვს, თუმცა ანდრეას ტრანსფერში ფრატეზის ჩართვის წინააღმდეგი არ იქნება.
ინტერი დავიდეს 30 მილიონად აფასებს, იუვენტუსი კი მიიჩნევს, რომ ფრატეზი 20-22 მილიონზე მეტი არ ღირს და ინტერისგან შესაბამის ფინანსურ კომპენსაციას ითხოვს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
