რეალი პაზის გაყიდვას გეგმავს, იუვე ფეხბურთელის სიტუაციას აკვირდება
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რეალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პრიოდში ნიკო პაზის გაყიდვას გეგმავს.
წყაროს ცნობით, ბლანკოსი პაზის 60 მილიონად გაფორმებას პირველ რიგში კომოს შესთავაზებს, თუ იტალიელებმა ამ თანხის გადახდა ვერ შეძლეს, რეალი სხვა გუნდების წინადადებებს მოისმენს.
პაზის ერთ-ერთი მსურველი იუვენტუსია და არ არის გამორიცხული, მომდევნო კვირებში ტურინულმა გრანდმა ესპანელებთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
