იუვენტუსი პსჟ-ს ნახევარმცველით ინტერესდება
იუვენტუსი შემტევი ნახევარმცველის ძებნას აგრძელებს და ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე პსჟ-ს ფეხბურთელი კანგ-ინ ლი გახლავთ.
ლუჩიანო სპალეტის პრიორიტეტი კვლავ ბრაჰიმ დიასია, თუმცა მაროკოელს რეალის დატოვება არ სურს, ლი კი მისი ერთ-ერთი ალტერნატივაა.
იუვენტუსს 25 წლის კორეელის გაფორმება დაახლოებით 25-30 მილიონი ევრო დაუჯდება. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, გუნდებმა ლის პოტენციური ტრანსფერი რანდალ კოლო მუანის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების დროს განიხილეს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
