TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლუკუმის ტრანსფერს გატი შეეწირება

ალფრედო პედულას ინფორმაციით, ჯონ ლუკუმის ტრანსფერი იუვენტუსში ფედერიკო გატის დარჩენას ფაქტობრივად გამორიცხავს.

წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდს კოლუმბიელი ფეხბურთელის გაფორმება სწორედ გატის გაყიდვიდან მიღებული თანხით სურს.

გატის მსურველები როგორც იტალიაში, ასევე ინგლისში ჰყავს. იუვენტუსს მისი გაყიდვა დაახლოებით 20-25 მილიონ ევროდ სურს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).