TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პოგბა:“ მე ბრძოლას ვაგრძელებ და მოედანზე დაბრუნების იმედს არ ვკარგავ“

იუვენტუსის ნახევარმცველმა პოლ პოგბამ, ვინც დოპინგ სკანდალის შემდეგ 4-წლიან დისკვალიფიკაციას იხდის, Forbes-თან საკუთარ მომავალთან დაკავშრებით კომენტარი გააკეთა.

„სიტუაცია ძალიან რთულია. ფეხბურთი ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი იყო და ახლა ჩემს საყვარელ საქმეს ვერ ვაკეთებ, მაგრამ მე მყავს ოჯახი და მეგობრები, რომლებიც გვერდში მიდგანან და ბრძოლის გაგრძელებაში მეხმარებიან.

„მე ბრძოლას ვაგრძელებ, აპელაციის პასუხის მოლოდინში ვარ და პარალელურად ვვარჯიშობ, რომ ნებისმიერ მომენტში მოედანზე დაბრუნება შევძლო.“