ტოტენჰემმა იუვენტუსთან კიეზას თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო
SportMediaset-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ტოტენჰემს შორის ფედერიკო კიეზას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.
კიეზას გუნდიდან წასვლის თაობაზე ცნობები უკვე დიდი ხანია ვრცელდება და ტიაგო მოტამ პრეს-კონფერენციაზე მიანიშნა (იხილეთ აქ), რომ იტალიელი მის გეგმებში არ შედის.
წყაროს ცნობით, თუ კიეზამ ტოტენჰემში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო, ლონდონელებისთვის მოთხოვნილი 20-25 მილიონის გადახდა პრობლემა არ იქნება.