იუვენტუსი ჰოიბიერგის მიმართ ინტერესს არ კარგავს
მარსელის ნახევარმცველი პიერ-ემილ ჰოიბიერგი იუვენტუსის ერთ-ერთ სამიზნედ რჩება.
ტურინული გრანდი მის გაფორმებას იანვარშიც ცდილობდა, თუმცა მაშინ დანიელის გაყიდვა რობერტო დე ძერბიმ დაბლოკა.
იტალიელმა სპეციალისტმა მარსელი დატოვა, ამიტომ ჰოიბიერგი ხელშეუხებელ ფეხბურთელად აღარ მოიაზრება. 30 წლის ნახევარმცველის გაფორმება დაახლოებით 15 მილიონად იქნება შესაძლებელი, თუმცა ის ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
