ფრატეზის იუვენტუსში უნდა, ინტერი 30 მილიონს ითხოვს
დავიდე ფრატეზის ინტერის დატოვება უნდა და კარიერის იუვენტუსში გაგრძელება სურს.
იტალიელი ნახევარმცველი ნერაძურის რიგებში სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და იმედი აქვს, კარიერას ლუჩიანო სპალეტის გუნდში გააგრძელებს.
SportMediaset-ის ცნობით, ინტერი დავიდეს სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც იუვენტუსი არ აპირებს. არ არის გამორიცხული, ინტერმა ფრატეზი ფედერიკო გატის ან ანდრეა კამბიაზოს ტრანსფერებში გამოიყენოს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
