იუვენტუსს რეალის მარცხენა მცველი შესთავაზეს
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსს რეალის მარცხენა მცველის ფრან გარსიას სამსახური შესთავაზეს.
26 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი რეალთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და დიდი ალბათობით გუნდს მიმდინარე ზაფხულის ბოლომდე დატოვებს.
წყაროს ცნობით, გარსიას მსურველები ესპანეთშიც ჰყავს, თუმცა ის კარიერის იტალიაში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის. იუვენტუსს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მარცხენა მცველის გაფორმება უნდა იმის მიუხედავად, დატოვებს თუ არა ანდრეა კამბიაზო გუნდს.
გარსიას გაფორმება დაახლოებით 10-15 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
