სპალეტის კიმ მინ-ჯე-ლუკუმის დუეტის ხილვა სურს
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსის დაცვის ხაზში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება.
წყაროს ინფორმაციით, ტურინული გრანდის რიგებს დიდი ალბათობით გლეისონ ბრემერი, ასევე გატი-კელიდან ერთ-ერთი დატოვებენ და იუვენტუსი მათი შემცვლელების ძიებას უკვე შეუდგა.
გამოცემის ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტი იუვენტუსის დაცვის ცენტრში კიმ მინ-ჯე-ჯონ ლუკუმის დუეტის ხილვაზე ოცნებობს. ორივე მათგანის გაფორმება ტურინულ გრანდს დაახლოებით 65 მილიონი ევრო დაუჯდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
