TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა ლუკუმის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ბოლონიას შორის ჯონ ლუკუმის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

წყაროს ცნობით, ბოლონიას ფეხბურთელის სანაცვლოდ მის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხის – 28 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს, იუვენტუსს კი მისი დაახლოებით 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაფორმება სურს.

ლუკუმის კონტრაქტი ბოლონიასთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება, ამიტომ მათ დათმობაზე წასვლა მოუწევთ.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).