ლაიფციგი ელმასს 17 მილიონად აფასებს
Sky Sport-ის ცნობით, იუვენტუსი ბრაჰიმ დიასის ერთ-ერთ ალტერნატივად ელიდ ელმასს მოიაზრებს.
წყაროს ინფორმაციით, ნაპოლიში იჯარით მოასპარეზე ელმასი ლაიფციგის რიგებში დაბრუნდება, მაგრამ ის გერმანული გუნდის გეგმებში არ შედის და მისი საბოლოოდ გაყიდვა იგეგმება.
გამოცემის ცნობით, ლაიფციგი 26 წლის მაკედონიელი შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ 17 მილიონ ევროს ითხოვს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
