იუვენტუსი ვლაჰოვიჩის მხრიდან ინიციატივის მოლოდინშია
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის თაობაზე არ განახლებულა.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი პირველი ნაბიჯის გადადგმას სერბი ფეხბურთელის მხრიდან ელოდება და მის შენარჩუნებას მხოლოდ გუნდისთვის დასაშვები ფინანსური პირობებით გეგმავს.
დუშანის აგენტმა კლიენტის სამსახური არაერთ ევროპულ გრანდს შესთავაზა, მაგრამ მის მიერ მოთხოვნილი ხელფასის გადახდას არც ერთი მხარე არ აპირებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
