ბოლონია მარიოს დაბრუნების იმედს არ კარგავს
ბოლონიას მომდევნო სეზონისთვის ჟოაუ მარიოს დაბრუნება სურს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ბოლონიამ იუვენტუსს პორტუგალიელი ფეხბურთელის იჯარის გახანგრძლივება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსს მარიოს საბოლოოდ გაყიდვა სურს და მის სანაცვლოდ 9-10 მილიონს ითხოვს. ბოლონიამ ტურინელებს ემილ ჰოლმიც შესთავაზა, თუმცა შვედის ხშირი ტრავმიანობის გამო ის იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
