TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსსა და NextGen-ს შორის მატჩზე სრული ანშლაგია მოსალოდნელი

იუვენტუსი ახალგაზრდულ გუნდთან ტრადიცილუ მატჩს 6 აგვისტოს გამართავს და შეხვედრა Allianz Stadium-ზე გაიმართება.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის თავისუფალ გაყიდვაში გამოტანილი 28,000 ბილეთი უკვე გაყიდულია და დიდი ალბათობით შეხვედრა სრული ანშლაგით ჩაივლის.

შედარებისთვის, გასულ სეზონში მატჩს მხოლოდ 20,000 ქომაგი დაესწრო.