TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე რეტეგის ტრანსფერში მილიკის გამოყენებას ეცდება

იუვენტუსი ვიცე-ვლაჰოვიჩის ძიებას აგრძელებს და ბიანკონერის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ჯენოას მატეო რეტეგი გახლავთ.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, გენუელები რეტეგის სანაცვლოდ 25-30 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა გუნდებს შორის კარგი დამოკიდებულებაა და ჯენოა ტრანსფერში რამდენიმე ფეხბურთელის ჩართვის წინააღმდეგი არ იქნება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი რეტეგის ფასის შემცირებას არკადიუშ მილიკის გამოყენებით ეცდება, ვინც ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის.