იუვენტუსსა და კიმს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს
ბაიერნის მცველი კიმ მინ-ჯე დაცვის ხაზის გასაძლიერებლად იუვენტუსის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინულ გრანდსა და კორეელ ფეხბურთელს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს. კიმს ბაიერნის დატოვება, სერია ა-ში დაბრუნება და ლუჩიანო სპალეტის გუნდში თამაში სურს.
წყაროს ცნობით, გერმანელები მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა სავარაუდოდ მოლაპარაკებების შემდეგ ბონუსების ჩათვლით კიმის 35 მილიონად გაშვებას დათანხმდებიან.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
