კამბიაზო ბარსელონაში გადასვლის წინააღმდეგი არ არის
იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ანდრეა კამბიაზო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის დატოვების და კარიერის ბარსელონაში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის.
წყაროს ცნობით, იტალიელი ფეხბურთელი იუვენტუსისთვის ხელშეუხებელი არ არის და მისი 30-35 მილიონ ევროდ გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.
კამბიაზოს მიმართ ინტერესს სხვა რამდენიმე გუნდიც იჩენს, მაგრამ ბოლო დღეებში მის სახელს ყველაზე აქტიურად ბარსელონას უკავშირებენ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
