იუვენტუსმა სპალეტის 3 მოთხოვნიდან ვერც ერთი ვერ შეასრულა…
იუვენტუსისთვის ზაფხული არც თუ ისე პოზიტიურად დაიწყო და სიტუაცია დიდი ალბათობით არც მომდევნო კვირებში შეიცვლება.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტის გასულ კვირებში 3 მოთხოვნა ჰქონდა: ბერნარდო სილვასა და ალისონის გაფორმება, ასევე დუშან ვლაჰოვიჩის შენარჩუნება, რომელიც მომდევნო სეზონში სპალეტის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა უნდა გამხდარიყო.
სილვასა და ალიოსნის ტრანსფერები უკვე ჩაიშალა, ხოლო დუშან ვლაჰოვიჩი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს, რაც ლუჩიანო სპალეტისა და დამიენ კომოლის შორის ისედაც ცუდ ურთიერთობას კიდევ უფრო ართულებს…
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
