იუვე კოლოს ტრანსფერში დევიდის ჩართვას ეცდება
იუვენტუსი რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს და უახლოეს პერიოდში გუნდებს შორის მოლაპარაკებები განახლდება.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი ფრანგი ფორვარდის გაფორმების სხვადასხვა გზას ეძებს.
წყაროს ცნობით, ერთ-ერთი მათგანი კოლო მუანის ტრანსფერში ჯონათან დევიდის ჩართვაა. პარიზელები კანადელის მიმართ ინტერესს გასულ ზაფხულსაც იჩენდნენ და მისი გუნდში ხილვის წინააღმდეგები არ არიან.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
