იუვენტუსი პალესტრას მიმართ ინტერესს არ კარგავს
იუვენტუსის ინსაიდერის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ტურინული გრანდი ატალანტას ტალანტის მარკო პალესტრას მიმართ ინტერესს არ კარგავს.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის იტალიელი უკანახაზელის ტრანსფერზე ყველაზე მეტად ინტერი აქტიურობს, თუმცა იუვენტუსი ატალანტასთან მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს, რადგან ის ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი სასურველი ფეხბურთელია.
ლა დეა პალესტრას სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც იუვენტუსს პირველ რიგში ფეხბურთელის გაყიდვის გარეშე გაუჭირდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
