TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბორნმუთი ჰეისენის ტრანსფერით ინტერესდება

იუვენტუსის ტალანტის დინ ჰეისენის მსურველთა სიას ამჯერად ინგლისური ბორნმუთი შეუერთდა.

ალფრედო პედულას ინფორმაციით, ინგლისური გუნდის რიგებში ჰეისენის ხილვა რომას ყოფილ სპორტულ დირექტორს ტიაგო პინტუს სურს, ვინც იმავე პოზიციას ამჯერად ბორნმუთში იკავებს.

ესპანელი ფეხბურთელის რომაში იჯარით გადასვლა სწორედ პინტუს ინიციატივა იყო და ის ამჯერად ფეხბურთელის გაფორმებას ბორნმუთში ეცდება.