TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი ლუისს საზაფხულო ტურნეს დროს დააკვირდება

ლუჩიანო სპალეტი დუგლას ლუისის თაობაზე გადაწყვეტილებას საზაფხულო ტურნეს დროს მიიღებს.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ასტონ ვილადან იუვენტუსის რიგებს დაუბრუნდება და არ არის გამორიცხული, ის მომდევნო სეზონში ტურინული გრანდის შემადგენლობაში დარჩეს.

რომეო აგრესტის ცნობით, ბრაზილიელს თავის წარმოჩენის შესაძლებლობა საზაფხულო ტურნეს დროს ექნება. იუვენტუსი 18 ივლისს შვეიცარიაში ბაზელს დაუპირისპირდება, 5 აგვისტოს ჩინეთში ჩელსის წინააღმდეგ ითამაშებს, აგვისტოში კი ავსტრალიაში გაემგზავრება და ჯერ ინტერს, შემდეგ კი პალერმოს წინააღმდეგ გამართავს შეხვედრებს, რის შემდეგაც იტალიაში დაბრუნდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)