TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი და ვლაჰოვიჩი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა დუშან ვლაჰოვიჩთან ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

წყაროს ცნობით, ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, სერბი ფეხბურთელი წლიურად 6 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც შემდგომში ინდივიდუალური და გუნდური მიღწევების შესაბამისად ბონუსების სახით 2 მილიონი დაემატება.

გამოცემის ინფორმაციით, ერთადერთი ასპექტი, რაც ამ მომენტისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებას აფერხებს, ერთჯერადი ბონუსია. ვლაჰოვიჩი და მისი ოჯახი 8 მილიონს ითხოვენ, იუვენტუსი კი თავის მხრივ 3 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს და ახლა ყველაფერი ჯონ ელკანის ხელშია, დათანხმდება თუ არა ის სერბის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).