რეინდერსი იუვენტუსის ერთ-ერთ სამიზნედ რჩება
იუვენტუსი ბერნარდო სილვას ალტერნატიული ვარიანტების ძიებას შეუდგა და ერთ-ერთი მათგანი მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი ტიჯანი რეინდერსია.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სიტის რიგებში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, ნიდერლანდელი ფეხბურთელი დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს და ის იტალიაში დაბრუნების წინააღმდეგი არ იქნება.
პრობლემა რეინდერსის სანაცვლოდ მოთხოვნილი 40-45 მილიონია, რისი გადახდაც იუვენტუსს ამ მომენტისთვის გაუჭირდება…
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
