TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა ალისონის 5 ალტერნატივა შეარჩია

იუვენტუსი ახალი მეკარის ძიებას აგრძელებს და ალისონის ტრანსფერის გართულების ფონზე, ტურინულმა გრანდმა მისი 5 ალტერნატივა შეარჩია.

მირკო დი ნატალეს ცნობით, იუვენტუსი მიკელე დი გრეგორიოს ჩანაცვლებას ალექს მერეტის, დავიდ დე ხეას, გიორგი მამარდაშვილის, ალექსანდერ ნუბელის ან გილერმო ვიკარიოს ტრანსფერით ეცდება.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი იმედს არ კარგავს, რომ ლივერპული მომდევნო კვირებში ალისონის თაობაზე აზრს შეიცვლის და მის გაყიდვას დათანხმდება, თუმცა გუნდი უსაქმოდ ყოფნას არ აპირებს და ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).