სპალეტის ორი მოთხოვნა ელკანს
Tuttosport-ის ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტისა და ჯონ ელკანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც მხარეებმა დამიენ კომოლის სიტუაცია განიხილეს.
წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი მზად არის, გარკვეულ კომპრომისებზე წავიდეს და კომოლისთან ერთად მუშაობა გააგრძელოს, თუმცა სანაცვლოდ 2 პირობა აქვს.
სპალეტის სურს, რომ გუნდის ტექნიკურ ასპექტებზე, მათ შორის სტაფსა და სხვა სპორტულ გადაწყვეტილებებზე ლუჩიანოს პოზიცია გადამწყვეტი იყოს და გუნდის დირექტორებიდან მის საქმეში არავინ ჩაერიოს.
მეორე მოთხოვნის მიხედვით, სპალეტი იუვენტუსის სატრანსფერო საქმიანობაში ჩართულობას და გეგმარებაში მონაწილეობის მიღებას ითხოვს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
