ლივერპული ალისონის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვს
ლივერპული ალისონის გაშვებაზე უარს ამბობს და აზრს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლის, თუ იუვენტუსი 20 მილიონს გადაიხდის.
Tuttosport-ის ცნობით, ინგლისელებს ბრაზილიელის გაშვება არ სურთ, თუმცა თავად ალისონს კარიერის იუვენტუსში გაგრძელება უნდა, ამიტომ ინგლისელები მზად არიან, გარკვეულ დათმობაზე წავიდნენ.
თუ იუვენტუსი ალისონის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონს გადაიხდის, სქაუზერები მის გაყიდვას დათანხმდებიან.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
