გატიმ სავარაუდოდ იუვენტუსის რიგებში ბოლო მატჩი ჩაატარა
ფედერიკო გატი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სავარაუდოდ იუვენტუსის რიგებს დატოვებს.
ლუჩიანო სპალეტი მისი შენარჩუნების წინააღმდეგი არ არის, თუმცა გატის ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრებს, თავად იტალიელს კი მომდევნო სეზონის სათადარიგოთა სკამზე გატარება არ სურს.
Calciomercato-ს ცნობით, ფედერიკოს მსურველები როგორც იტალიაში, ასევე ინგლისში ჰყავს. იუვენტუსი მის სანაცვლოდ 20-25 მილიონს ითხოვს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
