პარმა მირეტის ტრანსფერზე მუშაობს
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, პარმა იუვენტუსთან სხვა ფეხბურთელებთან ერთად მოლაპარაკებებს ფაბიო მირეტის თაობაზე აწარმოებს.
წყაროს ცნობით, პარმა მატეო პელეგრინოს ტრანსფერში მირეტის ჩართვის წინააღმდეგი არ იქნება, თუმცა მხარეები არც სხვა ფორმულას, მათ შორის ფეხბურთელების იჯარით გაცვლას გამორიცხავენ.
ფაბიო იუვენტუსის გეგმებში არ შედის და ტურინულ გრანდს მისი 13-14 მილიონად გაყიდვა სურს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
