იუვე ტურამის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის
ხეფრნე ტურამმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს.
ფრანგმა ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი აშკარად ჩააგდო, ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის ფონზე კი იუვენტუსი შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში მის გაყიდვას განიხილავს.
ფრანგ ფეხბურთელს მსურველები თურქეთში, ინგლისში და გერმანიაში ჰყავს, ტურინულ გრანდს მის სანაცვლოდ 45-50 მილიონის მიღება სურს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
