TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩი იუვენტუსის რიგებს ტოვებს

გამოცემა Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის შეთანხმება ვერ შედგა და სერბი ფეხბურთელი ტურინული გრანდის რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსთ დატოვებს.

წყაროს ცნობით, მხარეები ახალი კონტრაქტის ფინანსურ დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ, რასაც სერბის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის სურვილიც ემატება, ამიტომ ის იუვენტუსს ემშვიდობება.

ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს როგორც იტალიური, ასევე სხვა ევროპული გრანდები იჩენენ. დუშანი იუვენტუსს ფიორენტინადან 2022 წლის ზაფხულში, 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მან შავ-თეთრი მაისურით 167 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 66 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).