ელკანს იმედი აქვს, რომ სპალეტი და კომოლი საერთო ენას გამონახავენ
იტალიური მედიის ცნობით, ჯონ ელკანს ჯერჯერობით დამიენ კომოლის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის მფლობელს 3 წელიწადში მესამე გენერალური დირექტორის მოყვანა არ სურს და იმედოვნებს, რომ ლუჩიანო სპალეტი და დამიენ კომოლი საერთო ენის გამონახვას და ერთად მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.
წყაროს ცნობით, ლუჩიანო სპალეტის გუნდიდან წასვლა არ განიხილება და თუ იუვენტუსს ვინმე დატოვებს, ეს სწორედ კომოლი იქნება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
