TuttoJuve

Juve per sempre sarà

ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს კანდიდატურა დაწინაურდა

არაერთი იტალიური წყაროს, მათ შორის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციას დიდი ალბათობით ანტონიო კონტე ჩაიბარებს.

კონტე სეზონის ბოლოს ნაპოლის რიგებს დატოვებს და თავისუფალი აგენტი გახდება, თუმცა მას უსაქმოდ ყოფნა დიდი ხანი არ მოუწევს.

კონტეს იუვენტუსსაც უკავშირებდნენ, თუმცა ტურინული გრანდი ლუჩიანო სპალეტის შენარჩუნებას გეგმავს, ხოლო კონტე იტალიის ნაკრებს დაუბრუნდება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).