TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩმა შესაძლოა ტორინოსთან მატჩი გამოტოვოს

დუშან ვლაჰოვიჩმა შესაძლოა დღევანდელ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს.

SportMediaset-ის ცნობით, სერბ ფეხბურთელს კუნთის გადაღლილობა აქვს და მისი თამაში ტურინულ დერბიში საეჭვოა.

წყაროს ინფორმაციით, ვლაჰოვიჩი შესაძლოა გუნდის განაცხადში მოხვდეს, მაგრამ მისი სასტარტოში ხილვა ფაქტობრივად გამორიცხულია.

შეგახსენებთ, იუვენტუსს ტრავმის გამო კენან ილდისი და ხეფრენ ტურამი ვერ დაეხმარებიან.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).