TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი ელკანის სრული მხარდაჭერით სარგებლობს

იტალიური მედიის ცნობით, რაც პრეს-კონფერენციაზე თავად სპალეტიმაც დაადასტურა (იხილეთ აქ), ლუჩიანო იუვენტუსის რიგებს არ დატოვებს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იტალიელი სპეციალისტი ჯონ ელკანის სრული მხარდაჭერით და ნდობით სარგებლობს და სპალეტი ტურინულ გრანდში მუშაობას გააგრძელებს.

წყაროს ინფორმაციით, სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია და იუვენტუსი შემადგენლობას ლუჩიანო სპალეტის მოთხოვნების შესაბამისად გააძლიერებს იმის მიუხედავად, გავა თუ არა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).