არა მხოლოდ კოპმეინერსი, გალათასარაი ტურამის ტრანსფერითაც ინტერესდება
გალათასარაი ზაფხულში იუვენტუსის რამდენიმე ფეხბურთელის გაფორმებას ეცდება.
თურქული გუნდი უკვე დიდი ხანია, ტეუნ კოპმეინერსის მიმართ იჩენს ინტერესს, თუმცა Gazzetta dello SPort-ის ცნობით, ნიდერლანდელი არ არის ერთადერთი, ვისი გაფორმებაც გალას სურს.
წყაროს ცნობით, თურქები ტურინულ გრანდთან ხეფრენ ტურამის თაობაზე მოლაპარაკებებსაც გეგმავენ. ფრანგი ხელშეუხებელი ფიგურა არ არის და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში იუვე მის გაყიდვაზე უარს არ იტყვის.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
