TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა UEFA-სთან შეთანხმებას მიაღწია და ფულის დახარჯვა შეეძლება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსს ზაფხულში სატრანსფერო ფანჯრაზე აქტიურობა შეეძლება იმის მიუხედავად, გავა თუ არა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე.

ტურინულმა გრანდმა გასულ წლებში ხარჯები 150 მილიონი ევროთი შეამცირა, რაც ფინანსური Fair Play-ს წესების დაცვაში ეხმარება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი და UEFA შეთანხმდნენ, რომ გუნდს მცირე ფულადი ჯარიმა დაეკისრება, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტურინულ გრანდს სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობისა და ფულის დახარჯვის შესაძლებლობა ექნება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).