ბარსელონა კამბიაზოს ტრანსფერზე მუშაობას იწყებს
იტალიური გამოცემა SportMediaset-ის ინფორმაციით, ბარსელონა ანდრეა კამბიაზოს მიმართ ინტერესს არ კარგავს.
წყაროს ცნობით, უახლოეს პერიოდში ესპანურ გრანდსა და იუვენტუსს შორის მოლაპარაკებები დაიწყება.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი კამბიაზოს გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მის სანაცვლოდ 45-50 მილიონ ევროს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
