იუვენტუსი და მუჰარემოვიჩი პირად კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან
ტარიკ მუჰარემოვიჩის იუვენტუსში დაბრუნების შანსი მცირდება.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბოსნიელი ფეხბურთელი გასამრჯელოს სახით წლიურად 4 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც იუვენტუსი არ აპირებს.
წყაროს ცნობით, ტარიკს მსურველები ინგლისშიც ჰყავს და დიდი ალბათობით ის კარიერას სწორედ პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. მუჰარემოვიჩის გაყიდვიდან თანხის 50 პროცენტს იუვენტუსი მიიღებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
