TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა კოპმეინერსს აცნობა, რომ ის გუნდის გეგმებში აღარ შედის

ტეუნ კოპმეინერსი ტორინოსთან მატჩში დიდი ალბათობით იუვენტუსის რიგებში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა ფეხბურთელსა და მის აგენტს აცნობა, რომ ნიდერლანდელი ტურინული გრანდის გეგმებში აღარ შედის და მას ახალი გუნდის პოვნა მოუწევს.

ტეუნის მიმართ ინტერესს იტალიური, ინგლისური და თურქული გუნდები იჩენენ. იუვენტუსს ფეხბურთელის სანაცვლოდ 30-35 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)