მატრი:“ იუვენტუსისგან ფიორენტინასთან ასეთ თამაშს არ ველოდებოდი“
იუვენტუსის ყოფილმა ფორვარდმა ალესანდრო მატრიმ ფიორენტინასთან ტურინული გრანდის მარცხზე ისაუბრა.
„სიმართლე რომ გითხრათ, იუვენტუსისგან ფიორენტინასთან ასეთ თამაშს არ ველოდებოდი, გუნდმა ქომაგებისგან სტვენა დაიმსახურა.
„ლუჩიანო სპალეტიმ იუვენტუსს იდენტობა, მებრძოლი სული დაუბრუნა, თუმცა ფიორენტინასთან ჩვეული, აგრესიული და მოტივირებული იუვენტუსი ვერ ვიხილეთ, რომელიც გამარჯვებას არის მოწყურებული.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
