ადანი:“ სპალეტის გაშვება სრული სიგიჟე იქნებოდა“
ლელე ადანის აზრით, იუვენტუსმა ლუჩიანო სპალეტი უნდა შეინარჩუნოს და გუნდი მასთან ერთად განავითაროს.
„ვფიქრობ, ლუჩიანო სპალეტის გაშვებაზე საუბარი სრული სიგიჟეა. სპალეტიმ იუვენტუსი შუა სეზონში, ძალიან რთულ მომენტში ჩაიბარა. მან იანვარში შემადგენლობის გაძლიერება, ცენტრ-ფორვარდი ითხოვა, სანაცვლოდ კი ბოგა და ჰოლმი მიიღო.
„სპალეტიმ იუვენტუსის განვითარება სცადა და თამაშის ხარისხის მხრივ ეს გამოუვიდა კიდეც, თუმცა დღევანდელი შემადგენლობით რაიმე ამბიციური მიზნისთვის ბრძოლა ფაქტობრივად შეუძლებელია.
„სპალეტი უნდა დარჩეს, ყოველ 6 თვეში მწვრთნელის ცვლილება გუნდს კარგს არაფერს მოუტანს და ლუჩიანო არის სწორედ იმ დონის სპეციალისტი, რომელსაც იუვენტუსის უმოკლეს დროში ჩვეულ დონეზე დაბრუნება შეუძლია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
