TuttoJuve

Juve per sempre sarà

კაპელო:“ იტალიის ნაკრებს კონტე სჭირდება, გუარდიოლა ?…“

ფაბიო კაპელომ იტალიის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატებზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ნაკრებისთვის ანტონიო კონტე იდეალური კანდიდატურაა. მას აძურის რიგებში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე კარგი შედეგი დადო, მან იცის, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა ნაკრებში მუშაობა, მას ფეხბურთელებისგან მაქსიმუმის მიღება კარგად გამოსდის და იცის, როგორ მიაღწიოს შედეგებს.

„მანჩინი ? ის ხარისხიანი მწვრთნელია, რომელსაც გამოცდილებაც აქვს, მაგრამ რობერტომ ნაკრები ძალიან მნიშვნელოვან მომენტში მიატოვა და ეს მის კარიერაში დიდი შავი ლაქაა. მანჩინიმ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო, რაც ძალიან დიდი მიღწევაა. საკითხავი არის ის, არიან თუ არა ფეხბურთელები მისი დაბრუნების მომხრე.

„გუარდიოლა ? პეპი დიდებული მწვრთნელია, მან ეს ყველა გუნდში დაამტკიცა, სადაც მივიდა, მაგრამ ნაკრებში მუშაობა სრულიად სხვა რამ არის. ნაკრებში შენ შესაძლებლობა არ გაქვს, რომ ფეხბურთელებთან ყოველდღე იმუშაო. ნაკრებში შენი მთავარი ამოცანა იმ ფეხბურთელების პოვნაა, რომლებიც კონკრეტულ მატჩებში გუნდს დაეხმარებიან. ჩემი აზრით, იტალიის ნაკრები იტალიურ სტილს უნდა დაუბრუნდეს და ეს ყველაზე კარგად იტალიელ მწვრთნელს გამოუვა.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)