ლობოტკა იუვენტუსის სიაში რჩება
სტანისლავ ლობოტკა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე იქნება.
Tuttomercato-ს ცნობით, სლოვაკი ნახევარმცველის იუვენტუსში ხილვა პირადად ლუჩიანო სპალეტის სურს და 31 წლის ფეხბურთელთან, რომელსაც კარიერის საუკეთესო პერიოდი სწორედ სპალეტის გუნდში ჰქონდა, რთული არ იქნება.
პრობლემა აურელიო დე ლაურენტისია, ის იუვენტუსში ფეხბურთელების გაყიდვას ყოველთვის ერიდებოდა და გამონაკლისი არც ლობოტკა იქნება. სლოვაკის კონტრაქტი ნაპოლისთან 2027 წლის ზაფხულში იწურება და მისი ფასი დაახლოებით 25-30 მილიონია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
