ალისონი იუვენტუსის მოლოდინშია
ლივერპულის კარის დარაჯს ალისონს ინგლისური გუნდის დატოვება და იუვენტუსში გადასვლა სურს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ იუვენტუსი დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგაზე არ ითამაშებს, ბრაზილიელს აზრი არ შეუცვლია და მას ლუჩიანო სპალეტის გუნდში თამაში უნდა.
ლივერპული ალისონის გაყიდვას დათანხმდა, თუმცა სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვს და ამ თანხის შემცირებას არ აპირებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
