ატლეტიკო ბერნარდო სილვას ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა
იუვენტუსს ატლეტიკოს სახით ბერნარდო სილვას ტრანსფერში კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა.
პორტუგალიელი ფეხბურთელი ტურინულ გრანდში უფასო ტრანსფერთან ახლოს იყო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის შემთხვევაში იუვენტუსს მისი დარწმუნება გაუჭირდება.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ატლეტიკო პორტუგალიელთან მოლაპარაკებებს უკვე შეუდგა. იუვენტუსი მის აგენტს ჟორჟე მენდეშს მიმდინარე კვირის ბოლომდე კიდევ ერთხელ შეხვდება და ფეხბურთელის თანხმობის მიღებას ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
