იუვე კაიო ჟორჟეს სანაცვლოდ მსუყე ფინანსურ შევსებას მიიღებს
იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კაიო ჟორჟეს გაყიდვით საკმაოდ კარგ ფინანსურ შევსებას მიიღებს.
კაიო კრუზეიროს რიგებს იუვენტუსიდან 2024 წელს 7.2 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და ბრაზილიურ გუნდში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. მას მსურველები როგორც სამხრეთ ამერიკაში, ასევე ევროპაში მრავლად ჰყავს.
კაიოს კონტრაქტის მიხედვით, მისი გაყიდვის შემთხვევაში სრული თანხის 30 პროცენტს იუვენტუსი მიიღებს. კრუზეირო 24 წლის ბრაზილიელი შემტევის სანაცვლოდ 35-40 მილიონს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
