TuttoJuve

Juve per sempre sarà

კომო და იუვენტუსი ფეხბურთელების ბარტერს განიხილავენ

კომომ და იუვენტუსმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ.

Calciomercato-ს ინფორმაციით, კომო სეზონის ბოლოს ანდრეა კამბიაზოს გაფორმებას ეცდება და მზად არის, ტრანსფერში მაქსიმილიანო პარონე ჩართოს.

23 წლის ნახევარმცველი იუვენტუსის ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა და ტურინული გრანდი ამ ბარტერის წინააღმდეგი არ იქნება. კომო პარონეს დაახლოებით 50 მილიონად აფასებს და იუვენტუსის მხრიდან გარკვეულ ფინანსურ კომპენსაციას მოითხოვს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)