კესის პრიორიტეტი იუვენტუსში თამაშია
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფრანკ კესის კარიერის იუვენტუსში გაგრძელება უნდა.
კოტ-დიუვარელმა ფეხბურთელმა ალ-აჰლის წინადადება უარით გაისტუმრა და მას ევროპაში, იტალიაში დაბრუნება სურს.
წყაროს ცნობით, კესის აგენტმა კლიენტის სამსახური იუვენტუსს შესთავაზა. ტურინული გრანდი მისი გაფორმების წინააღმდეგი არ არის, თუ კოტ-დიუვარელი ხელფასის 4-5 მილიონ ევრომდე შემცირებას დათანხმდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
